როგორც ჩანს, საპატრიარქოში მართლა არის ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც საეკლესიო სამართლის დარღვევით ახორციელებს ყველა მოქმედებას- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ადვოკატი აღნიშნული განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მეუფე იაკობის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ზიარებაზე ეპიტემიის დადების გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებული არ ყოფილა და ის თვითნებურად იყო მიღებული. რამიშვილი ცოტა ხნის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში შევიდა.