როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო ბოლომდე სწორად შეფასებული - ძლიერი ჯანდაცვის მქონდე ქვეყნებს უჭირთ ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან გამკლავება - პრემიერი - Palitra News

როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო ბოლომდე სწორად შეფასებული - ძლიერი ჯანდაცვის მქონდე ქვეყნებს უჭირთ ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან გამკლავება - პრემიერი

2020-11-12 10:30:47+04:00

კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ის ერთადერთი გადამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.