20 ივლისს "ქართული ოცნების" დეპუტატს, ენზელ მკოიანს დაემუქრნენ და 5 მლნ ლარის გადახდას მოსთხოვეს წინააღმდეგ შემთვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის რაიონში მოქმედი და წინა ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წელს ის "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად აღარ დაასახელა. ამას წინ უსწრებდა ინტერნეტით გავრცელებული კადრები, სადაც ჩანდა, როგორ მისდევდა შეიარაღებული დეპუტატი სხვა პირებს. ვიდეოს ავთენტურობა არ გაუხდია სადავო თავად მის ადვოკატს.