ზემო ვეძისში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა - ფილტვში მიყენებული ჭრილობის გამო მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღის ბოლოს 5 ადამიანი მიიყვანა. დაშავებულთა შორის არიან რაგბის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლაშა საჯაია და ახალგაზრადა გოგონა. შეიარაღებული თავდასხმა ზემო ვეძისში გუშინ მოხდა. უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები გვიანობამდე მუშაობდნენ. პოლიციამ ადგილზე სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები ამოიღო.
იხილეთ:
"ოთხი-ხუთი გასროლა იყო, ოთხივე დაჭრილი ამ უბნელია" - ვეძისში მომხდარი დაჭრის თვითმხილველიშსს ვეძისში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს