ესპანეთის ეს ქალაქი მანქანებისგან უკვე 19 წელია დაცლილია. ქალაქ პონტევედრას ქუჩები ხმაურიანი მანქანების ნაცვლად, ახლა ხალხითაა სავსე. იმის გამო, რომ ქალაქში მანქანები არ გადაადგილდებიან, 2013 წლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების დონემ 61%-ით დაიკლო. ქალაქში მოსახლეობის 70% ფეხით გადაადგილდება. პონტევედრაში 1999 წლის შემდეგ საცხოვრებლად 12 ათასი ადამიანი გადავიდა.იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ, საპარკინგე სივრცე მიწის ქვეშ არის გამოყოფილი, იმის ნაცვლად, რომ ისინი ქუჩებში დააყენონ. პონტევედრაში მანქანების აკრძალვას თავისი კრიტიკოსები ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ამან პერიფერიებში მოძრაობა უფრო ინტენსიური გახადა.