ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული საავადმყოფოში იმყოფება. ბექა ბექაურის დეიდის განცხადებით, ის სასტიკად არის ნაცემი. მისი ვარაუდით, ბექაურმა ყველაფერი თავის თავზე აიღო და ეს სწორედ "ცემის შედეგად მოხდა". ბოლო ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთადერთი, ვინც ბრალი აღიარა, სწორედ ბექა ბექაურია და ამ ფაქტს მისი ადვოკატიც ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.