თამარაშვილის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთ-ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოპერაციული ჩარევა სავარაუდოდ მეორე დაჭრილსაც დასჭირდება. რა სახის დაზიანებები მიიღეს დაჭრილმა მამაკაცებმა ან რამდენი ჭრილობა აღენიშნებათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ აცხადებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. ამჟამად თამარაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იხილეთ:
კადრები თამარაშვილის ქუჩიდან, სადაც სროლა იყო: დაჭრილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი
5 გასროლა და 2 დაჭრილი: რა დაინახეს თვითმხილველებმა თამარაშვილის ქუჩაზე?