თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.
რატიანის განცხადებით, 2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია. პაციენტებს უარყოფითი დინამიკა აღენიშნებათ, განვითარებული შინაგანი სისხლდენის შედეგად მათთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.
ექიმის თქმით, დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპამდე მედიკამენტური გზით ნარჩუნდება.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.