„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, ზღვისპირა სასტუმროებსა და თბილისში იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 2-2% შეადგინა, კახეთში - 7%; ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 12% დააფიქსირდა.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, უქმეების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით, მხოლოდ თბილისში, ზღვისპირეთსა და კახეთში გაიზარდა.რაც შეეეხება ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. კვლევის თანახმად, ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.