2019 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687 ათას 900 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8%-ით აღემატება. „საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1% ქალი, ხოლო 58.9% - კაცია. ამასთან, დასაქმებულთა 36.5% მსხვილ ბიზნესზე, 21.4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1% - მცირე ბიზნესზე მოდის.
რაც შეეხება ანაზღაურებას, 2019 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 241 ლარსა და 10 თეთრს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა - 946 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – ათას 251 ლარი, საშუალო ბიზნესი – ათას 407 ლარი და 70 თეთრი, მცირე ბიზნესი – ათას 132 ლარი და 60 თეთრი.