ანფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გასული წლის დეკემბერში დაწყებული სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგები გაანალიზა. კვლევის თანახმად, სტრუქტურულმა ცვლილებებმა 2018 წლის 5 თვის განმავლობაში ბიუროკრატიურლი ხარჯების შემცირება ვერ უზრუნველყო. IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართუყლების ხელმძღვანელის განმარტებით, სამინისტროების გაერთიანების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობის კლების მიუხედავად, შრომის ანაზღაურების ხარჯები არ შემცირებულასაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ბიუროკრატიის ზომა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს საჯარო მმართველობის ძირითად გამოწვევად. ლევან ალაფიშვილის განმარტებით, საჯარო მოხელეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მოლოდინი არც მცირე მთავრობის კონცეფციის საბოლოოდ ამოქმედების შედეგად უნდა გვქონდეს. საქსტატის ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წელს 283 ათასზე მეტი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 ათასით მეტია.