არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვას.როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე სახელმწიფოს პროაქტიური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება შეწყალების კომისიას, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა უნდა დააკომპლექტოს, ზურაბიშვილის თქმით, დასაფიქრებელია ექნება თუ არა ამ კომისიას ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური პოზიცია, როგორც მისი წინამორბედის შემთხევვაში იყო.რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციის საკითხს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, თუ კანონპროექტი განსახილველად დაბრუნდება.