რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სატბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გოგონას ავარიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის თავის ტრავმა და მხრის მოტეხილობა აღენიშნება. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მე-7 მიკრო რაიონის #9 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 7 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.