ალექსიძის ქუჩაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულ რუსეთის მოქალაქეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საჭირო კვლევები უტარდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად მიმღებ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას საჭირო გამოკვლევები უტარდება. დაშავებული შესაძლოა საავადმყოფოდან დღის ბოლოს გაწერონ.