ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალისა და მისი მეგობრის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.