ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია ტესტის პასუხის მიღებისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა და მას ბიძინა ივანიშვილთან შეხება არ ჰქონია.