არასამთავრობო ორგანიზაცია ჰაბ ჯორჯია პოლიტიკური პარტიების სატრანსპორტო სისტემის განვითარებისადმი დამოკიდებულებას აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიებს არ აქვთ ხედვა თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველო რეგიონის ეკონომიკურ ჰაბად. "ჰაბ ჯორჯიაში" აღნიშნავენ, რომ ქვეყანას სატრანსპოორტო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი და დარგის განვითარების ეროვნული სტრატეგია არ გააჩნია.