06:40
13 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ონლაინ სესხებზე დაგეგმილი რეგულაციებით ხელისუფლება ბანკებს ლობირებს? - სესხის გამცემი კომპანიებისა და ექსპერტების პოზიცია ცვლილებებზე
02-12-2016

ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გარდაქმნა სურთ. კომპანიები პროცესის დაჩქარების მიზნით მთავრობას ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობას თხოვენ. როგორც ნეტკრედიტის წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპანიებს რეგულაციების დაწესების მოლოდინი აქამდეც ჰქონდათ. ისინი მთავრობასთან კომუნიკაციისთვის მზად არიან.

ჯერჯერობით უცნობია რა რეგულაციების დაწესებას აპირებს მთავრობა ონალაინ საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებიული განცხადება ექსპერტთა ნაწილისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია. სპეციალისტები სფეროს დარეგულირებას მიესალმებიან, თუმცა აკრძალვებს უარყოფითად აფასებენ. საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის აკრძალვების დაწესებაში კომერციული ბანკების ინტერესებს ხედავს. როგორც კაპანაძე განმარტავს, ხელისუფლება აღნიშნული რეგულაციებით საბანკო სფეროს ლობირებს.

 

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები