ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესი - 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის თვიური შემოსავალი 301 ლარიდან 500 ლარამდე იყო. ამასთან, 15%-ის თქმით, გასულ თვეში შემოსავალი 181 ლარიდან 300 ლარამდე ჰქონდა; 14%-ის შემთხვევაში - 501-დან 800-ლარამდე, 10%-ის თქმით - 801 დან 1200- ლარამდე; გამოკითხულთა 5%-ის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 1 201 ლარიდან - 1 600 ლარის ფარგლებში იყო; ასევე 5%-ის განცხადებით, მათმა შემოსავალმა ათას 600 ლარზე მეტი შეადგინა; ხოლო 10%-ის თქმით, მათი ოჯახის შემოსავალმა წინა თვეში 180 ლარამდე შეადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 ათას 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.