საქართველოში ნეტო აღრიცხვის პროგრამის ამოქმედებიდან თითქმის ერთი წელია გასული. ამ ეტაპზე სისტემაში დაახლოებით ათი საწარმო და რამდენიმე ფიზიკური პირია ჩართული. დარჯანიების ოჯახი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საკუთარი მიკრო სიმძავრით გამომუშავებულ ელექრტრო ენერგიას მოიხმარს და შესაძლებლობის შემთხვევაში, ქსელშიც უშვებს. 2400 ვატი სიმძლავრის მზის პანელები მათი სახლის სახურავზეა განთავსებული. ამ ეტაპზე, მიღებული ენერგია ოჯახის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, როგორც გიგა დარჯანია აღნიშნავს, სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.ნეტო აღრიცხვის რეგულაციების დახვეწაზე მუშაობა გრძელდება. პროგრამაში ჩართვისთვის სემეკის თანხმობას ამ ეტაპზე 20-მდე ახალი ობიექტი ელოდება. როგორც ენერგეტიკასა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, მოთხოვნა ცნობადობის ამაღლებასთან ერთად იზრდება.