საქართველოსა და EFTას წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2016 წლის 27 ივნისს გაფორმდა. შეთანხმება სრულად მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის მაჩვენებლები მიმოიხილა. 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ 19.6% შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16.0%-ით აღემატება.