ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადმოიყვანეს. ამ დროსთვის დასავლეთ საქართველოს ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში 7 ბავშვია შეყვანილი. ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს და ყველა მათგანს ერთნაირი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით უკრაინის მოქალაქე 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.
იხილეთ: