თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 3 მილიონ 808 ათას 651 მგზავრს მოემსახურა, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 4 მილიონი მგზავრია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617 ათას 342 მგზავრს მოემსახურა, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 700 ათასი მგზავრია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი გასულ წელს მოემსახურა 598 ათას 862 მგზავრს, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 600 ათასი მგზავრია.