მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში სულ 6 პაციენტია და ყველა მათაგნის მდგომარეობა მძიმეა და ყველა მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება.