ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი არასოდეს ჯდება თვითმფრინავში. ერთადერთი ტრანსპორტი, რასაც კიმ ჩენ ინი სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად იყენებს, მატარებელია. მატარებლით მგზავრობის ტრადიცია სათავეს მისი პაპისგან, კიმ ირ სენისგან იღებს, ვიეტნამსა და აღმოსავლეთ ევროპას ის სწორედ მატარებლით სტუმრობდა.
მხოლოდ მატარებლით მგზავრობდა კიმ ირ სენის შვილიც, კიმ ჩენ ირი, რადგან მას ფრენის შიში ჰქონდა. კიმ ჩენ ინის მატარებელი 21 ჯავშნიანი ვაგონისგან შედგება. სავარძლებს ვარდისფერი ტყავი აქვს გადააკრული. ჩინეთში მატარებლის სიჩქარე 80 კმ/სთ-ა, ჩრდილოეთ კორეის პატარა ქალაქების უფრო ნელ გზებზე კი - 50 კმ/სთ.