ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობის დროს დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ კლინიკა ”ლანცეტის” მიმღებ გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნიკა დემეტრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს. მისივე ინფორმაციით, ეს დაზიანებები საკმაოდ მძიმე დაზიანებათა რიგს მიეკუთვნება და შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურად მძიმე პაციენტია.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, გვირაბის მშენებლობის დროს 28 ივლისს ორი მუშა დაშავდა. გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.