თელავის რაიონის სოფელ შალაურში ურთიერთშელაპარაკების დროს დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაიონული საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა. გიორგი გოგილაშვილის ინფორმაციით, დაჭრილი ორი ახალგაზრდა პალატაშია გადაყვანილი, ერთი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. მათ ღია ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებათ, მათ შორის მუცლის ღრუს, გუმკერდის არესა და ბარძაყის მიდამოებში. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანრთელობის განზრახ დაზიანება გულისხმობს.