როგორია იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი 25 წლის ქართველის მდგომარეობა, რომელიც ცირკში ცხოველების გალიაში შევარდა - Palitra News

როგორია იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი 25 წლის ქართველის მდგომარეობა, რომელიც ცირკში ცხოველების გალიაში შევარდა

2018-12-25 13:39:33+04:00

იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.

იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა. როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა.