დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან სამშობლოში სხვადასხვა გზებით ჩამოვიდნენ, არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაშ ინფექციის იმპორტი და თუ ეს იქნა შესაბამისი გადაუდებელი ზომები გატარდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ჯანმოს მიერ კორონავირუსის გლობალურ საფრთხედ გამოცხადების ფაქტს და აღნიშნა, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა. მის თქმით, საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ამ ინფექციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის.