ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 5, ხოლო მედი ქლაბ ჯორჯიაში 1 პაციენტი იმყოფება. 2 პაციენტი უახლოეს დროში გაეწერება. პალატაშია გადაყვანილი უკრაინელი ტურისტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა მოინახულა. პაციენტები და მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში კვლავ დაბრუნდებიან, ერთ-ერთი დაშავებული ტურისტი ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულის სეზონზე გეგმავს.