გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორივე მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო დანაყოფში, სასროლეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევს შედეგად დაშავებული ორი ჯარისკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.შეგახსენებთ, რომ ვაზიანში არსებულ სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ჯარისკაცი ემსხვერპლა.