საქართველო რუსეთს შორის ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163 მილიონ 773 ათას 600 ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, რაც უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 24,7%-ს შეადგენს. ხოლო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, რუსეთიდან საქართველოში 174 მილიონ 558 ათას 400 დოლარი გადმოირიცხა, რაც უცხოთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საერთო მოცულობის 28%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში გადარიცხულ თანხებს, 2019 წლის 5 თვეში, ჯამში, 30 მილიონ 827 ათას 400 ამერიკული დოლარი გადაირიცხა, რაც ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საერთო მოცულობის 33,7%-ს შეადგენს. 2018 წლის ანალოგიურ პეროდში კი, საქართველოდან რუსეთში 37 მილიონ 526 ათას 500 დოლარი გადაირიცხა, რაც უცხოეთში გადარიცხული თანხის მთლიანი მოცულობის 40,6%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ შემცირება ფიქსირდება ფულადი გზავნილების წლიურ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან რუსეთში ჯამში 90 მილიონ 375 ათას 300 დოლარი გადაირიცხა, რაც საერთო გადარიცხვების 39,3%-ს შეადგენდა. 2017 წელს კი საქართველოდან რუსეთში 89 მილიონ 623 ათას 600 დოლარი გადაირიცხა, რაც საქართველოდან განხორციელებული ტრანზაქციების საერთო მოცულობის 42,7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება გადმორიცხვებს, 2018 წელს რუსთიდან საქართველოში 457 მილიონ 183 ათას 800 დოლარი გადმოირიცხა, რაც ქვეყანაში განხორციელებული ტრანზაქციების საერთო მოცულობის 28,9%-ს შეადენდა. ხოლო, 2017 წელს საქართველოში რუსეთიდან 455 მილიონ 438 ათას 900 დოლარი გადმოირიცხა, რაც ქვეყნაში შემოსული თანხების საერთო მოცულობის 35%-ა.