„დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი, მაკო ჭოღოშვილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, დეპუტატს კვლავ აქვს სისუსტე და კლინიკიდან გაწერაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. მისივე თქმით, ხოშტარიას დამატებითი კვლევები ჩაუტარდა და ასევე, მუდმივად უტარდება გადასხმები.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. შიმშილობის შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსს „ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დრომდე გადის.