დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ბაზარაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით არის შეყვანილი, მიმდინარეობს დაავადების აღმოფხვრის შესაბამისი ღონისძიებები. ბაზარაშვილის განცხადებითვე, პაციენტი კონტაქტურია და მასთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.
იხილეთ:
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული