საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკასაც ძლიერი დარტყმა მიაყენა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ბიზნესის თითქმის ყველა სექტორმა საქმიანება შეწყვიტა, გამონაკლისია მხოლოდ სასურსათის, აფთიაქებისა და ბენზინ გასამართი სადგურების დაწესებულებები. უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი კომპანია დისტანციუერი მუშაობის რეჟიმზეც გადავიდა, თუმცა დაწესებულებების უმეტესმა ნაწილმა საქმიანობა მთლიანად შეწყვიტა.
არსებული გამოწვევის ფონზე ჩნდება კითხვა თუ რამდენად მზადაა საქართველო ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და როგორია დასაქმებული ადამიანების გადანაწილება სექტორების მიხედვით.
როგორც უახლესი სტატისტიკა გვიჩვენებს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მილიონ 690 ათასამდე ადამიანს შეადგენს, სადაც 300 ათასამდე ადამიანი საჯარო სექტორში დასაქმებული, ხოლო მილიონ 390 ათასამდე კერძო სექტორში. აღსანიშნავია რომ კერძო სექტორში დასაქმებული პირებიდან 840 ათასამდე თვითდასაქმებულია.
რაც შეეხება იმ ძირითად სექტორებს, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობაა დასაქმებული: როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს ყველაზე მეტი მადამიანი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, უფრო კონკრეტულად 659 ათასი ადამიანია. შემდეგ მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობა 185 ათასზე მეტი დასაქმებულით, განათლება 155 ათასზე მეტი დასაქმებული, მრეწველობა 145 ათასამდე დასაქმებული და მშენებლობა 100 ათას ადამიანამდე დასაქმებული.