ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა განიხილა, თუ რამდენად ეფექტიანია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი სოფლის მეურნეობაში. კველევა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ საჭიროა სახელმწიფოსა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ მეტად გაძლიერდეს , ამასთან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება. ამავე კვლევით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების თანამშრომლობა დიდ მეწარმეებთან, ასევე ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერებთან.