სროლის ხმა ისმოდა წუხელ ბაგებში. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გიორგი კოპაძის განცხადებით, პაციენტს ერთი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. დაჭრის ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.