აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი საზარელი ტრაგედიისას დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტი ამ დროდმე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. თინათინ ბენდელიანის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა და ის მედიკამენტოზურ კომაში იმყოფება. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, რაც შემდგომში ოპერაციებს საჭიროებს. საზარელი შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში 22 მარტს მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ბეემვე გზად მიმავალ მანქანას დაეჯახა, რომელიც თავის მხრივ გზიდან გადავიდა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა. ტრაგედიას 9 წლის გოგონა ემსხვერპლა, დედა კი მძიმედ დაშავდა. ავარიის გამომწვევი მძღოლი დაკავებულია და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახის ახლობლები დამნაშავის "მთელი სიმკაცრით" დასჯას ითხოვენ.