ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მათივე ცნობით, ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.