სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC ცენტრის კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, კვლევის თანახმად, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, 10.6%-ით; საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 5.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, ივნისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი 143 ლარი, 4 ვარსკვლავიანის - 247 ლარი, ხოლო 5 ვარსკვლავიანის 403 ლარი იყო, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასი - 73 ლარი იყო.