მოქალაქეები, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირევებენ, წყლის გადასახადს არასაყოფაცხოვრებო ანუ ე.წ. კომერციული ტარიფით გადაიხდიან. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ამ ადამიანებზე აღნიშნული წესი სემეკის მიერ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე გავრცელდება. სალომე ვარდიაშვილი მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საკითხის განხილვა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება.
სემეკმა რამდენიმე ზეპირი მოსმენით განიხილა იმ მოქალაქეების სარჩელი, რომლებიც წყლის მომწოდებელ კომპანიას გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად, კომერციული ტარიფით დარიცხვაში ედავებოდნენ. ამასთან, ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის გადაწყვეტილებით, კომპანიის მიერ დაჯარიმებულ ყველა პირს დავალიანება ჩამოეწერება. თავის მხრივ კი მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო მუშაობა ახალ ნიორმატიულ აქტზე, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროებს ე.წ. ჰიბრიდულ გადასახადს დაუწესებს.
დღეისათვის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს ხოლო ასასაყოფაცხოვრებო 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია, ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულად რა თანხას გადაიხდიან ის მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ