სამარხვო გემრიელობების მირთმევა გარდა იმისა, რომ არ არის რეკომენდებული ეკლესიის მხრიდან, მსგავსი პროდუქტები შესაძლებელია ჯანმრთელობისთვისაც საფრთხის შემცველი გამოდგეს.მცენარეული კარაქი, ან მარგარინი თხევადი ცხიმებისგან მზადდება, რომელიც გასამყარებლად სპეციალურ პროცედურას, ჰიდროგენიზაციას გადის, რის შემდეგაც მიღებული კარაქი უკვე ტრანსცხიმებს წარმოადგენს.