საერთაშორისო გამოცემის „Forbes“-ის თანახმად, მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის საქართველო დასახელებულია 44-ე ქვეყნად, სადაც ბიზნესისთვის საუკეთესოს პირობებია შექმნილი. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილითაა გაუმჯობესებული. Forbes-ის რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არსებული პოზიციებია.რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 55-ე ადგილზეა რუსეთი, 57- ე პოზიცია უჭირავს თურქეთს, 65-ე ყაზახეთს 70-ე აზერბაიჯანს და 81-ე ადგილზეა სომხეთი.