21:36
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - მერიამ 29 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
07-04-2020

დედაქალაქის მერია მიკროავტობუსების შესაძენად 29 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 13 მარტს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია, 300 ერთეული М2 კატეგორიის ავტობუსის შეძენაზე.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების. ამასთან, დოკუმენტაციაში მიკროავტობუსების ფერად განსაზღვრულია - ლურჯი "მეტალიკი". რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას, მიკროავტობუსები, 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები