ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება. უნივერსიტეტში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგეს და მას ფონდი "ქართუ" აფინანსებს. იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე