600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი ერთიან სივრცეში. ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის, "ბიზნეს სახლის" მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება. "ბიზნეს სახლში" ბიზნესსექტორის წარმომადგენლები 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის სერვისებით სარგებლობას შეძლებენ. ამასთან, სახელმწიფო სერვისები ერთ ელექტრონულ პორტალზე გაერთიანდება.