თბილისის მერიამ თემქის ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 მილიონ 636 ათას 970 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2020-2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, და ა.შ.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.