ინდოეთში ახალი სკოლა შენდება, რომელიც მოსწავლეთა ბედნიერებაზე იქნება ორიენტირებული. ახალი სკოლა 2020 წლისთვის გაიხსნება, 400 მოსწავლე კვირის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე იცხოვრებს. მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ინდივიდუალური საგაკვეთილო ცხრილის შედგენის შესაძლებლობა ექნებათ. სასკოლო გეგმაში არც სტანადრტული ტესტები იქნება, რომლებიც, როგორც წესი, მოსწავლეების სტრესს იწვევს. სკოლის დამაარსებლების ღრმა რწმენით, ტრადიციული განათლების სისტემა მალე საკუთარ თავს ამოწურავს, რადგან თანამედროვე გამოწვევებს ვერ უპასუხებს. ახალ სკოლაში ტრადიციულ საკლასო ოთახებს მედიტაციისთვის განკუთვნილი ოთახებით ჩაანაცვლებენ. სასწავლო დაწესებულებაში იქნება ლაბორატორიები კრეატიული აზროვნების განსავითარებლად და განსახორციელებლად. სივრცე დაეთმობა ისეთ ადგილებსაც, სადაც მოსწავლეები აზრების გაცვლასა და კოლაბორაციას შეძლებენ. მოსწავლეები საკუთარი ბიზნესის განვითარებასაც კი შეძლებენ.
დამფუნებლების თქმით, ტრადიციული განათლების სისტემა პერსონალურ ბედნიერებასა და ემოციურ ინტელექტს უგულებელყოფს.