14:26
1 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორი იქნება სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" და რა ბრენდები იქნება წარმოდგენილი?
17-07-2017

სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" რუსთაველის გამზირზე მიდმინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

"მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით," - ნათქვამია "გალერია თბილისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“Armani Exchange, Calvin Klein Jeans იქნებიან წარმოდგენილნი. როგორც „გალერია თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველ მაღაზიებს გახსნიან საქართველოში.

ასევე ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.

გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრში ჯამში, 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

AutoPlay
Amazon-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
როდის მოუწევთ მძღოლებს ავტომობილების ტექინსპექტირების გავლა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კომპანიები, რომლებმაც კორონავირუსის გამო, ლოგო შეცვალეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
Bloomberg - ნავთობის ფასი შესაძლოა 10 დოლარამდე შემცირდეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გაერო - განვითარებადი ქვეყნები შესაძლოა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
IMF - პანდემიამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები