ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ ზრდაზე რეგულაციების გავლენის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალა. მარეგულირებლის ცნობით, წლიურ ჭრილში ეკონომიკური ზრდა 0, 6 %-ის ნაცვლად, 0.8%-ით შემცირდება. ამასთან სები საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 12-დან 15%-მდე ზრდას ვარაუდობს. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, რეგულაციები, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, არის საკმაოდ მკაცრი და საბანკო სექტორი მარეგულირებლის მიერ პროგნოზირებული ზრდის მიღწევას ვერ შეძლებს. ახალი რეგულაციები რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხები აღარ გაიცემა, ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის. ამასთან, დგინდება ზღვარი თუ რა ოდენობის თანხა შეიძლება იყოს მიმართული სესხის უზრუნველსაყოფად მოქალაქის შემოსავლიდან.